ბურთი აშშ-ის მოედანზეა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

08 აპრ 2025

12 აპრილს ომანში ვაშინგტონი და თეირანი არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავენ - ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს. მისივე თქმით, ეს არის როგორც შესაძლებლობა, ასევე ტესტი, რომ ბურთი ამერიკის მოედანზეა“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.