დღეს, პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს

04 აპრ 2025

დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს. აღნიშნულ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილია წარდგენილი.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი მთავრობის წარდგინებით ირჩევს. მას 6 წლის ვადით ირჩევენ. კანდიდატურის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.  

ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტზე „ქართული ოცნების" დეპუტატმა პაატა სალიამ შეცვალა. გრიგოლ ლილუაშვილი კი, რომელიც სუს-ს 6 წელი ხელმძღვანელობდა, რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.