03 აპრ 2025
პროტესტის 126-ე დღე. საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმშიც. მოქალაქეები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ხელმძღვანელის პირობებში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს პროტესტი ჩაახშოს, თუმცა მათივე განცხადებით, აქციები არ შეწყდება სანამ მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.