მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

02 აპრ 2025

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. გადაწყვეტილებას მოყვა პოლიტიკური შეფასებები.