კარატისტების წარმატება

01 მაი 2017

აჭარის ნაკრებმა ,,კავკასიის თასზე” კონტაქტურ კარატეში სამი ოქროს, ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. თბილისში, 29-30 აპრილს გამართულ ტურნირში, ქართველებთან ერთად, სომეხი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ.  ჩემპიონატიდან დაბრუნებული კარატისტები დღეს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა მიიღო. ლაშა ჩავლეიშვილმა  მათ გამარჯვება  მიულოცა და წარმატებები უსურვა.