ბრიტანეთი ევროპელებისგან ახალ სამოგზაურო ნებართვას მოითხოვს

02 აპრ 2025

დიდ ბრიტანეთში სამოგზაუროდ ევროპელებს დღეიდან ელექტრონული ნებართვა დასჭირდებათ.

ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაციის სისტემა ყველა ვიზიტორისგან, რომელიც ბრიტანეთში მოგზაურობისთვის ვიზას არ საჭიროებს, წინასწარი ონლაინ ავტორიზაციის მიღებას მოითხოვს, რომლის ღირებულება 9 აპრილიდან, დაახლოებით 19 ევრო იქნება.

ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაციისგან გათავისუფლებული იქნებიან ირლანდიის მოქალაქეები.