იერუსალიმში მძევლების დაბრუნებას, ნეთანიაჰუს გადადგომას და ახალ არჩევნებს ითხოვენ

01 აპრ 2025

იერუსალიმის ქუჩებში ანტისამთავრობო აქციაზე  შეკრებილმა ასობით ადამიანმა ჰამასის მიერ ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნები და ისრაელის პრემიერ- მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.

პოლიციასთან შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცველებმა მომიტინგეების გზის სავალი ნაწილიდან გაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს. 

ღაზის სექტორზე საჰაერო დარტყმების განახლების შემდეგ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციები დაიწყო.