მალაიზიაში გაზსადენზე ხანძრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა 

01 აპრ 2025

33 ადამიანი დაშავდა მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურის გარეუბანში ხანძრის შედეგად. ცეცხლი სახელმწიფო ენერგეტიკულ ფირმა პეტრონასის გაზსადენზე გაჩნდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.

მასშტაბური ხანძრის ჩაქრობის მცდელობა ამ დრომდე გრძელდება.

შემთხვევის რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.