მთავრობის სხდომა

31 მარ 2025

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, საქსტატის მონაცემები და სავალუტო ფონდის პროგნოზი - პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკური ვითარება შეაჯამა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია წლიური ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება.   

გარდა ამისა, გააჟღერა ახალი ინიციატივა სტარტაპერებთან დაკავშირებით, რომელიც 10 წლიან საშეღავათო პერიოდს ეხება.