გამოფენა მუზეუმში

26 მარ 2025

აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ლელა კვიტაიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე ძირითადად პორტრეტული ხასიათის ნამუშევრებია წარმოდგენილი , თემატიკა კი ქალი და ქალთა სახეებია.

ლელა კვიტაიშვილი თვითნასწავლი მხატვარია და ეს მისი მეორე პერსონალური გამოფენაა. ნახატების დათვალიერება გალერეაში 31 მარტამდე უფასოდ არის შესაძლებელი.