საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა

26 მარ 2025

განათლების საგანმანათლებლო გამოფენა  “APAIE 2025”- ში  მონაწილეობს.  სამდღიან საერთაშორისო ღონისძიებას  ინდოეთის დედაქალაქი ნიუ-დელი მასპინძლობს.  გამოფენა აზიისა და წყნარი ოკეანის საერთაშორისო განათლების ასოციაციის ორგანიზებით ტარდება და საქართველო მასში  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტ Education In Georgia-ს ფარგლებში მონაწილეობს.

პროექტის  მიზანი  საერთაშორისო საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარება, უცხოელი სტუდენტების მოზიდვა  და ქართველი სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი გაცვლითი  პროგრამების შეთავაზებაა.

წელს გამოფენაში 70-მდე ქვეყანა მონაწილეობს. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილნი არიან  ქართული უნივერსიტეტებიც.