სამხრეთ აფრიკაში ავიაშოუზე თვითმფრინავი ჩამოვარდა

24 მარ 2025

სამხრეთ აფრიკაში თვითმფრინავის კატასტროფის მომენტი თვითმხილველმა  გადაიღო. ინციდენტი სალდანჰაში გამართული 2025 წლის საჰაერო შოუს დროს მოხდა.

იმპალა მარკ 1-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც საჰაერო შოუზე მაყურებლების წინაშე ფრენას ახორციელებდა, ჯერ ცაში ამოტრიალდა, მიწაზე დაცემის შედეგად  კი თვითმფრინავი აფეთქდა.     

თვითმფრინავს მართავდა სამხრეთ აფრიკელი პილოტი ჯეიმს ოკონელი.  მისი ბედი უცნობია.