ბათუმის #1 და #11-ე საჯარო სკოლებს აუდიტის სამსახური ამოწმებს

30 აპრ 2017

ბათუმის ორ სკოლას აუდიტის სამსახური სწავლობს.  ინფორმაციას აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ადასტურებს. როგორც მინისტრმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან შეხვედრის დროს განაცხადა, გარკვეული ეჭვების საფუძველზე, #11 და #1 საჯარო სკოლების ადმინისტრაციების შესამოწმებლად აუდიტის სამსახური შევიდა.  

მინისტრის განცხადებით, "ბათუმის #11 საჯაროს კოლაში დარღვევები გამოიკვეთა და რეაგირებისთვის საქართველოს განათლების სამინისტროს გადაეგზავნა. პირველ სკოლაში კი მიმდინარეობს შემოწმება. შემოწმების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება დადგება თუ არა მოქმედი დირექტორები პასუხისმგებლობის საკითხი" - განაცხადა შამილიშვილმა

რატომ ამოწმებს აუდიტი #1 და #11-ე საჯარო სკოლებს და კონკრეტულად რა ტიპის ეჭვები გაჩნდა სამინისტროში, დეტალებზე ამ დროისთვის მინისტრი არ საუბრობს.