კონკურსი საზღვარგარეთ სწავლის დასაფინანსებლად

21 მარ 2025

კონკურსი საზღვარგარეთ სწავლის დასაფინანსებლად. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აჭარაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებიც ჩარიცხული არიან, ან ჩარიცხვის ეტაპებს გადიან აშშ-ს, ევროკავშირის ქვეყნების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიის ან ნორვეგიის უნივერსიტეტების მეორე ან მესამე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება,მონაწილეობის მისაღებად კი, მსურველმა სამინისტროს ვებ-გვერდზე აპლიკაცია უნდა შეავსოს და საჭირო დოკუმენტაცია ატვირთოს.

განაცხადების შევსება 20 მაისამდეა შესაძლებელი.