აშშ-მა იემენზე საჰაერო იერიში განახორციელა

20 მარ 2025

აშშ-მა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა. დაშავებულია 9 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვებიც. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმები აეროპორტთან ახლოს მოხდა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანს მოუწოდებდა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა.

იემენელმა ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ბენ გურიონის აეროპორტისკენ თელ-ავივის მახლობლად - განაცხადა დაჯგუფების სამხედრო სპიკერმა.

ისრაელის მხარემ განაცხადა, რომ  იემენიდან გაშვებული რაკეტა გაანეიტრალეს.