იერუსალიმში ნეთანიაჰუსა და მისი მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

19 მარ 2025

ასობით ადამიანმა მონაწილეობა მიიღო საპროტესტო მსვლელობაში იერუსალიმის მთავარ ავტომაგისტრალზე. ისინი ისრაელის პრემიერ-მინისტრ და მისი მთავრობის წინააღმდეგ გამოდიან. 

პოლიციამ ავტომაგისტრალი გადაკეტა. 

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორზე თავდასხმების განახლების ბრძანება გასცა.

მომიტინგეების თქმით, ნეთანიაჰუს ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების სიცოცხლეს.