ბათუმში, მშენებარე ობიექტის მიმდებარედ ჯიხური დაიწვა

17 მარ 2025

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მშენებარე ობიექტის მიმდებარედ ჯიხური დაიწვა. კომპანიის წარმომადგენლების ვარაუდით, ხანძარი მაღალმა ძაბვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის ადგილას საგამოძიებო უწყების, სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები იმყოფებიან.