პროტესტი ბათუმში

16 მარ 2025

ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ამ წუთებშიც იმართება აქცია ბათუმში, მთავრობის ადმინისტრაციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ.
უწყვეტ აქციაზე ითხოვენ, რომ გათავისუფლდნენ აქციებზე სხვადასხვა დროს დაკავებული პირები. აქციის მონაწილეების თქმით ყოველდღიურად ხედავენ რეპრესიულ მეთოდებს, რაშიც აქციის მონაწილეების დაჯარიმებას გულისხმობენ.