სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის აღრიცხვა ხულოში

13 მარ 2025

ამ დრომდე გრძელდება ხულოში იმ ოჯახების შესწავლა, რომლებიც დიდთოვლობის დროს დაზარალდნენ. უხვმა ნალექმა ძირითადად სახლების სახურავები დააზიანა. შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ მონაცემები მერიის სტიქიის შემსწავლელ კომისიას გადაეცემა.