ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი

13 მარ 2025

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს სამხედრო პატივით კრძალავენ. მანამდე კი მათი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა სამების საკათედრო ტაძარში.
ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული ექვსი პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხდა.