სანაპირო ტურისტული ინფრასტრუქტურის გარეშე

28 აპრ 2017

მერიისთვის, როგორც ჩანს, მთავარი საზრუნავი მაინც ბათუმის სანაპირო ზოლია. ქალაქისთვის წელსაც მოუგვარებელ პრობლემად მახინჯაურის პლაჟი რჩება. აღმოჩნდა, რომ ტურისტებისთვის  დღემდე ერთ-ერთი პოპულარული სანაპირო ზოლი  არც თუ ისე მიმზიდველად გამოიყურება.

მოუწესრიგებელ სანაპიროს, ტიტას ხის გამო, გადათხრილი პლაჟიც  ემატება. რატომ რჩება  თითქმის 6 წელია ქალაქის საზღვრებში შემავალი სანაპირო მერიის ინტერესებს მიღმა?