9 წლიანი პატიმრობა დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე - პოლიტიკური შეფასებები

12 მარ 2025

სააკაშვილის საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა - ასე ეხმაურება დღევანდელ გადაწყვეტილებას ''ქართული ოცნება''.

ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ საქმე, რომელიც ოპოზიციის მხრიდან  შეფასებული იყო როგორც „პიჯაკების საქმე“, ფორმულირებაც ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა, რადგანაც საუბარია ცხრა მილიონ ლარზე.