ბათუმელი ბალერინები ''ბროლის ცერის" მფლობელები გახდნენ

28 აპრ 2017

ბათუმელი ბალერინები ''ბროლის ცერის" მფლობელები გახდნენ. ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკურმა საბალეტო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა და პირველ ადგილსაც დაეუფლნენ.

მთავარი პრიზი - "ბროლის ცერი" ფესტივალში მონაწილე 26-ვე მოსწავლეს გადაეცა, ასევე, ისინი ლაურიატის დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

დასის 5 წევრს, პედაგოგებთან ერთად, საუკეთესო საშემსრულებლო სასცენო ხელოვნებისთვის სპეციალური პრიზი ხვდათ წილად.