რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკრონის მიმართვას გამოეხმაურა

06 მარ 2025

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებები ხშირად მოწყვეტილია რეალობისგან და მის წინა განცხადებებს ეწინააღმდეგება, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის.

„ის ყოველდღიურად აკეთებს რაღაც განცხადებებს, რომლებიც სრულიად მოწყვეტილია რეალობისგან და ეწინააღმდეგება მის წინა განცხადებას. “, - აღნიშნა ზახაროვამ.