სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის - განაცხადების მიღება დაიწყო 

05 მარ 2025

ლუკა ასათიანის და ტბელ აბუსერიძის სახელობის სტიპენდები წარმატებული სტუდენტებისათვის. განცხადებების მიღება ბათუმის მერიაში დაიწყო.

კონკურსის გამარჯვებულად დასახელდება 10-10 სტიპენდიანტი საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრების მიხდვით, რომლებსაც მიღებული აქვთ მაღალი საკონკურსო ქულა.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდების წახალისება 1500 ლარიანი ერთჯერადი სტიპენდიით.

რეგისტრაციის პროცესი 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.