რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგად ოდესა შუქისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი

04 მარ 2025

უკრაინის შავი ზღვის პორტ ოდესაზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რამაც გამოიწვია ქალაქში ელექტროენერგიისა  და გათბობის სისტემების გათიშვა - განაცხადეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური თავდასხმის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს ხანძარი, დაზიანებული ავტომობილები და ნამსხვრევები მიწაზე.