რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორია უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ

27 თებ 2025

უკრაინული დრონით თავდასხმის შედეგად რუსეთის რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა. იგი მოსკოვის სამხრეთით  240 კილომეტრის მოშორებით  მდებარეობს.

დრონებით თავდასხმის შემდეგ  საწარმომ მუშაობა შეაჩერა. რუსეთის ხელისუფლებამ დააკავა 17 წლის ბიჭი, რომელიც ეჭვმიტანილია ინფორმაციის შეგროვებაში, რათა უკრაინულ მხარეს ქარხნისთვის დამიზნებაში დახმარებოდა - ამის შესახებ სააგენტო როიტერი   რუსულ საინფორმაციო სააგენტო რიაზე დაყრდნობით იუწყება.