სამხრეთ კორეაში მშენებარე ავტომაგისტრალი ჩამოინგრა

25 თებ 2025

ოთხი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა სამხრეთ კორეის ქალაქ ანსონგში  მშენებარე ავტომაგისტრალზე მომხდარი ინციდენტის შედეგად.

უბედური შემთხვევა მოხდა დილის 9:49 საათზე, როდესაც ხუთი 50 მეტრიანი ლითონის კონსტრუქცია, რომელსაც ეყრდნობოდა საავტომობილო ხიდი, ერთმანეთის მიყოლებით ჩამოინგრა მას შემდეგ, რაც ისინი ამწემ ასწია.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჩოი სანგ-მოკმა მოუწოდა ყველა სამსახურს  არსებული პერსონალის და რესურსების მობილიზებისკენ დაშავებულთა გადასარჩენად და უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად შემდგომი ზიანის თავიდან ასაცილებლად.

ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე სპეციალისტთა ჯგუფი გაგზავნეს.