სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი მეორე დღეა შეჩერებულია

25 თებ 2025

აჭარაში საჯარო ბაღებსა და სკოლებში მეორე დღეა  სასწავლო/სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. მიზეზი ძლიერი თოვაა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღეს. 

გაცდენილი საათების ანაზღაურებას კი სკოლები კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ, უქმე დღეებში.