გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი ლიდერობს

24 თებ 2025

ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ხმების დათვლის დასრულების შემდეგ ოფიციალური წინასწარი შედეგების მიხედვით,  ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ბლოკმა - 28,6%-ით გაიმარჯვა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“.

მესამე ადგილზეა მემარცხენე ცენტრისტული „გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია“.

არჩევნების შედეგების თანახმად, ოლაფ შოლცი კანცლერის თანამდებობას დატოვებს.

წინასწარი შედეგებით მეოთხეა მემარცხენე ლიბერალური „ალიანსი 90/მწვანეები“. მეხუთე ადგილს იკავებს „მემარცხენე პარტია“ (8,8%).

დანარჩენმა პარტიებმა პარლამენტში შესვლისთვის საჭირო 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.