ვითარება ქობულეთში

23 თებ 2025

ქობულეთში დილიდან განახლდა და იწმინდება ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები. მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენა. ქალაქში, მრავალწლოვანი ნარგავები იწმინდება თოვლის საფარისგან, სუფთავდება ქვეითთა სავალი ნაწილები. - ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, მათი ინფორმაციით,   მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, თუმცა  რიგ სოფლებში პრობლემები ამ კუთხით მაინც რჩება, იგივე მდგომარეობაა გაზმომარაგების კუთხითაც, - ყველა შესაბამისი სამსახური ჩართულია სამუშაოებში.-აცხადებენ ქობულეთის მერიაში.