საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა

21 თებ 2025

ბათუმის საჯარო სკოლებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ბათუმის რესურსცენტრის დირექტორმა გოჩა დავითაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუფერხებლად მიეწოდებათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. 

როგორც აღნიშნა, სწავლა იმ შემთხვევაში შეჩერდება თუ ამ მიმართულებით რაიმე სახის პრობლემები იჩენს თავს.