გაეროს განცხადება

20 თებ 2025

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბოლო განცხადების შემდეგ, გაეროს სპიკერ სტეფან დუჟარიკს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა გაეროს გენერალური მდივანი ზელენსკის დიქტატორად. 

დუჟარიკის პასუხი იყო ასეთი - უკრაინის ლიდერი ზის პრეზიდენტის სასახლეში სათანადოდ  ჩატარებული არჩევნების შემდეგ.