თავდასხმა ოდესაზე

19 თებ 2025

უკრაინის ქალაქ ოდესაზე  დრონებით  თავდასხმის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.  მასშტაბურმა თავდასხმამ დააზიანა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საბავშვო ბაღი, ბავშვთა კლინიკა და მაღალსართულიანი შენობები - განაცხადა გუბერნატორმა ოლეჰ კიპერმა.

ქალაქის მერის ჰენადი ტრუხანოვის თქმით, ენერგეტიკოსები აფასებენ მიყენებულ ზარალს  ქალაქის ერთ-ერთ უდიდეს რაიონში, სადაც 250 ათასი  ადამიანი ცხოვრობს. ისინი შუქისა და გათბობის გარეშე დარჩნენ. 

მისი თქმით, დაზიანებულია  500 შენობა, 14 სკოლა და 13 საბავშვო ბაღი.   ქალაქში ტემპერატურა ცელსიუსით  მინუს 6 გრადუსამდე დაეცა. ტრუხანოვის თქმით,  ქალაქის ამ  რაიონში სკოლები და საბავშვო ბაღები ოთხშაბათს არ იმუშავებს.