18 თებ 2025
ბოლივიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა, განაცხადა ადგილობრივმა პოლიციამ. ავტობუსის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც 800 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.
შემთხვევა იოკალას სამხრეთ-დასავლეთ მუნიციპალიტეტში მოხდა. ავარიის შედეგად დაშავებულთაგან 10 ზრდასრული და ოთხი ბავშვია, ისინი ჰოსპიტალიზირებული არიან.
მთიანი მარშრუტი სავსეა უღელტეხილებით - განაცხადა პოლიციის ოფიცერმა და აღნიშნა, რომ ავტობუსის სიჩქარე შეიძლება ყოფილიყო ავარიის მიზეზი.