აშშ-ში ტრამპის პოლიტიკა გააპროტესტეს 

18 თებ 2025

ასობით ადამიანი შეიკრიბა ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში და პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკა გააპროტესტა. მომიტინგეები ასევე იწუნებენ  მილიარდერ  ელონ მასკს, რომელიც ტრამპმა სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა. 

ტესლას, სფეის-იქსისა და სოციალური მედიის პლატფორმის იქს-ის გენერალურ  დირექტორს მთავრობის ღრმა სტრუქტურული და რადიკალური რეფორმის ფარგლებში დაეკისრა პასუხისმგებლობა სამთავრობო ბიუროკრატიის დაშლაზე, რაც ათასობით სამუშაო ადგილის შემცირებას გულისხმობს.