ე.წ. ოცნების ქალაქში დაღუპულ ბავშვებს დღეს დაკრძალავენ

17 თებ 2025

ე.წ. ოცნების ქალაქში დაღუპულ ბავშვებს დღეს დაკრძალავენ. ტრაგედია 15 თებერვალს მოხდა. ბავშვები ტერიტორიაზე წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

არსებული ინფორმაციით, გამოძიებამ დასახლების მაცხოვრებლების დიდი ნაწილი უკვე გამოკითხა.