მზია ამაღლობელის ადვოკატების ბრიფინგი

12 თებ 2025

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატები, ნონა ქურდოვანიძე და მაია მწარიაშვილი სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, პროკურატურას კი, საქმის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ ადვოკატებმა ბრიფინგზე განაცხადეს.