სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

10 თებ 2025

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. ადგილზე უკვე იმყოფებიან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „გახარია საქართველოსთვის“, კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით იმართება. მისი თქმით, ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება.