ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მამუკა ალაფიშვილი აირჩიეს

30 იან 2025

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელად, 6 თვის ვადით, მამუკა ალაფიშვილი აირჩიეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

თანამდებობაზე თავიდან ორი კანდიდატი იყო რეგისტრირებული, თუმცა ერთ-ერთმა კანდიდატმა სოფიო თავაძემ გუშინ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა. 

შეგახსენებთ, რომ რექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თემურ კეჟერაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.