26 მაი 2016
საკრებულოს დღევანდელ სხდომას სარფის მცხოვრებლებიც დაესწრნენ. ისინი სოფელში გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ხელვაჩაურის გამგებლის განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოებზე მუშაობა, რომლის დასრულების შემდეგაც რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხები ან მუნიციპალიტეტის, ან ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.