პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის საქმე- დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

23 იან 2025

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ  თამარ ბეჟანიშვილმა სრულად გაიზიარა პროკურატურის მოსაზრებები და პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის საქმეზე დაკავებული ერთი პირი  წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქმე ეხება ბათუმში ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევას, როდესაც მამაკაცმა სამი პოლიციელი დაჭრა.