გრიპის ვირუსის მზარდი მაჩვენებელი

23 იან 2025

საქართველოში    ვირუსების  გავრცელების მაჩვენებელი  ყოველკვირეულად იზრდება. პროფესორ ივანე ჩხაიძის  ინფორმაციით  ყველაზე მეტ შემთხვევაში ბე  ჯგუფის გრიპის ვირუსი ფიქსირდება.     დეკემბრის ბოლოს გავრცელებულ ვირუსებს შორის  გრიპის ხვედრითი წილი  25% იყო, ახლა კი  60%-ს მიაღწია. 

გაზრდილია  ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. ჩხაიძე აცხადებს, რომ გრიპის საწინააღმდეგო  ვაქცინაცია მსურველებს, განსაკუთრებით  რისკ ჯგუფებს  ახლაც შეუძლიათ, თუმცა  გამომდინარე იქედან ,რომ ვირუსების გავრცელება  აქტიურ ფაზაშია, აცრილმა ადამიანმა 2 კვირის განმავლობაში  გრიპით ინფიცირებისგან თავი განსაკუთრებულად უნდა დაიცვას, ატაროს პირბადე,  მოერიდოს ხალხმრავალ ადგილებს და განსაკუთრებულად  დაიცვას ჰგიენური ნორმები.