მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან

22 იან 2025

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის მორიგი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები არიან მზია ამაღლობელის კოლეგები, რომლებიც მის გათავისუფლებას ითხოვენ.

ისინი სკანდირებენ: „თავისუფლება მზიას“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.