სტუდენტების პროტესტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში

20 იან 2025

მეხუთე ღამე გაათენეს სტუდენტებმა ბათუმის  ხელოვნების უნივერსიტეტში. ისინი  სასწავლებლის შენობაში რჩებიან და პროტესტს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. მათი მთავარი მოთხოვნაა დაკავებულების გათავისუფლება, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტია, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

სტუდენტები ადმინისტრაციასთან შეხვედრასაც გეგმავენ. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა მოქმედმა რექტორმა. კონკურსი კი ჯერ-ჯერობით არ გამოცხადებულა.