19 იან 2025
უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს მეცხრე კლასელი მოზარდის სამძებრო სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამბობენ, სამძებრო სამუშაოები სანაპირო ზოლზე და ზღვაში სამაშველო კატარღებით მიმდინარებს. მეცხრე კლასის მოსწავლე ალექსანდრე მიქელაძე გავრცელებული ინფორმაციით 2 დღის წინ საღამოს გაუჩინარდა. ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 555105500, 599451122.