სტუდენტების პროტესტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში

19 იან 2025

ეხუთე დღეა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცულები არიან. ისინი ღამეს სასწავლებლის შენობაში რჩებიან და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ პროტესტს. მათი მთავარი მოთხოვნაა დაკავებულების გათავისუფლება, მათ შორის უნივერსიტეტის დეკანი და 4 სტუდენტია, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.
“ვითხოვთ ევროპულ მომავალს“, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, “ძირს პოლიციური რეჟიმი“ _ ამ შინაარსის პლაკატებია შენობაში გამოფენილი. პროტესტის მონაწილეები ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრებასაც გეგმავენ. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ თანამდებობა დატოვა მოქმედმა რექტორმა. კონკურსი კი ჯერ-ჯერობით არ გამოცხადებულა.