კონცერტი ხელოვნების უნივერსიტეტში

22 აპრ 2017

„მხნედ იყავ და გაძლიერდი“ - ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შემოქმედებითი საღამო გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, ნახატები და ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს, გაიმართა კონცერტიც.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია - ''შშმ პირების უფლებებისთვის''  მსგავსი აქტივობების ჩატარებას სამომავლოდაც გეგმავს.