სასამართლომ ბათუმში აქციაზე დაკავებულ სამ პირს, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

13 იან 2025

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს: გოდერძი ფრანგიშვილს, თემურ ქათამაძეს და მათე ცენტერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო.

გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა.