საშობაო ალილო

07 იან 2025

საქართველოში დღესასწაულს საზეიმო მსვლელობით აღნიშნავენ, რომელიც თითქმის მთელ ქვეყანაში იმართება. 25 წლიანი ტრადიცია არც წელს დაირღვევა.  

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება.  

ბათუმში ერთდროულად რამდენიმე ტაძრიდან დაიწყება მსვლელობა.